Jump to Content

თქვენს Google ანგარიშში შესვლის ყველაზე მარტივი და დაცული ხერხი

წვდომის გასაღებები პაროლების უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელი ალტერნატივაა. ისინი საშუალებას გაძლევთ, შეხვიდეთ სისტემაში მხოლოდ თითის ანაბეჭდის, სახის სკანირების ან ეკრანის დაბლოკვის მეთოდის მეშვეობით.

წვდომის გასაღებები, თითის ანაბეჭდი, სახის სკანირება, ეკრანის დაბლოკვის მეთოდი
  • მარტივი

    წვდომის გასაღებები გთავაზობთ მარტივ და მოსახერხებელ ფუნქციებს, რომლებიც თქვენს Google ანგარიშში შესასვლელად იყენებს თქვენი მოწყობილობის ჩაკეტვის მეთოდს, მაგალითად, თითის ანაბეჭდს, სახეს, PIN-კოდს ან ნიმუშს.

  • უსაფრთხო

    წვდომის გასაღებების სახით ყველაზე ძლიერი დაცვით ისარგებლებთ. შეუძლებელია მათი გამოცნობა ან ხელახლა გამოყენება, რაც დაგეხმარებათ, დაიცვათ თავდამსხმელებისგან თქვენი პირადი ინფორმაცია.

  • პირადი

    თქვენი ბიომეტრიული მონაცემები (თითის ანაბეჭდის ან სახის სკანირებული ვერსია) ინახება თქვენს პირად მოწყობილობაზე და არასოდეს გაზიარდება Google-თან.

მარტივზე მარტივი

შედით თქვენს Google ანგარიშში, დააყენეთ წვდომის გასაღები თქვენი მოწყობილობის მეშვეობით და სულ ეს არის!